logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

10 თებერვალი. 2021. 11:16

 

 

საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 469 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 5 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 244 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 615, პისიარ-ტესტით – 6 629.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,98 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,64 პროცენტი, ხოლო ბოლო შვიდი დღის – 3,41 პროცენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 263 601 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 255 385 გამოჯანმრთელდა, 3 311 კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმშია 421, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 094 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 316 პირი.

 

ამასთან, 9 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 566 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

big_banner
არქივი