logo_geo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ჩაფიძის გულის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
- +

12 აპრილი. 2017. 00:36

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და და შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.


მემორანდუმის მიზანია ვეტერანთათვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.  სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-იკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირებს.


კლინიკა უწყების ბენეფიციარებს - ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, მიზნობრივი ჯგუფიდან შერჩეულ კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს საკუთარ ბაზაზე შესთავაზებს უფასო სამედიცინო მომსახურებას (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა).


 

 

big_banner
არქივი