logo_geo
საქართველოში 13-14 თებერვალს ამინდი გაუარესდება
- +

12 თებერვალი. 2021. 12:22

 

 

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 თებერვალს საქართველოში ამინდი გაუარესდება.

 

მათიე ცნობით,  ძირითადად დასავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ქარბუქი და ზღვაზე 5-6 ბალიანი ღელვა.

 

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

 

 

big_banner
არქივი