logo_geo
ამირან გამყრელიძე: მიუხედავად იმისა, რომ გავტესტეთ 49 777 პედაგოგი და მხოლოდ 0.2 პროცენტია დადებითი მაჩვენებელი, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ
- +

15 თებერვალი. 2021. 13:42

 

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გავტესტეთ 49 777 პედაგოგი და მხოლოდ 0.2 პროცენტია დადებითი მაჩვენებელი, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, დადებითობის მაჩვენებლის, ასევე, საშუალო ინციდენტობის გათვალისწინებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შესამჩნევად სტაბილურდება.

 

„კი, ინციდენტობა, 7-დღიანი, 14-დღიანი, დადებითობის მაჩვენებელი, საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი, ყოველდღიური სიკვდილიანობა, ყველა ეს ინდიკატორი დადებითი დინამიკით ხასიათდება, მაგრამ არავითარი დამშვიდების საფუძველი არ არის, რადგან ყოველდღიურად 300-400-500 შემთხვევა საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არ არის 5 000 შემთხვევა, ანუ ათჯერ არის შემცირებული ნოემბერთან მიმართებაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

 

განსაკუთრებით ახლა მნიშვნელოვანი იქნება დაკვირვება სკოლების გახსნასთან დაკავშირებით დიდ ქალაქებში. მოგეხსენებათ, ეს მობილობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტიმულია და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გავტესტეთ 49 777 პედაგოგი და მხოლოდ 0.2 პროცენტია დადებითი მაჩვენებელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი