logo_geo
შოთა არველაძე ავტობიოგრაფიული წიგნის განახლებულ ვერსიას გამოსცემს
- +

17 თებერვალი. 2021. 12:07

 

 

შოთა არველაძე თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის („გუშინ“) განახლებული ვერსიის გამოცემას აპირებს, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა თავდამსხმელმა და მოქმედმა მწვრთნელმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

„მიხარია, რომ გამომცემლობა „არტანუჯთან“ თანამშრომლობით, ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნის („გუშინ“) განახლებული ვერსია სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი. ამ წიგნის დაწერიდან 12 წელი გავიდა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ახალი თაობის ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, წაეკითხათ ჩემი ამბები და ისტორიები, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს საფეხბურთო კარიერაზე“, – წერს შოთა არველაძე.

 

ვეტერანი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ წიგნის პრეზენტაცია მალე გაიმართება: „მიხარია, რომ გამომცემლობა „არტანუჯის“ გამომცემლობაში, ამ წიგნს თავისი ადგილი ექნება, სხვა დიდი და მსოფლიო დონის ფეხბურთელების თუ მწვრთნელების ავტობიოგრაფიული წიგნების სერიაში. იმედი მაქვს, სულ მალე, თბილისში პირადად შევხვდები სხვადასხვა თაობის გულშემატკივარს და მათთან ერთად ვისაუბრებ, ამ წიგნის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე“.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი