logo_geo
თინა ხიდაშელს და დავით უსუფაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ
- +

18 თებერვალი. 2021. 14:58

 

 

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს და მის მეუღლეს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

როგორც თინა ხიდაშელის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული არაა, თუმცა, არც სახარბიელო.

 

„თინას თხოვნით ვაქვეყნებთ სტატუსს, ჟურნალისტებს გვინდა გამცნოთ, რომ სამწუხაროდ თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს და მთელ ოჯახს, ორშაბათს კოვიდი დაუდასტურდათ. მდგომარეობა რთული არაა, მაგრამ არც სახარბიელო. ბოდიშს გიხდით, მაგრამ მინიმუმ ერთი კვირა ვერ იქნებიან კონტაქტზე“,- აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი