logo_geo
სოსო პავლიაშვილის მამა: სოსოს 50 წელი რომ შეუსრულდა, ხემ მხოლოდ მაშინ გამოისხა, თითქოს ელოდებოდაო...
- +

26 ნოემბერი. 2016. 16:14



რუსეთის პირველ არხზე, ძალიან პოპულარულია გადაცემა - „სიყვარულის შესახებ". 21 ნოემბერს გადაცემის სტუმარი იყო ცნობილი ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი ოჯახთან ერთად. გთავაზობთ ამონარიდებს გადაცემიდან. სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ...


მამა: 85-86 წელი იქნებოდა. ნერგები მოიტანეს და სოსომ ორი ხე დარგო. ერთი გახმა, მეორემ, კომშმა, იხარა, მაგრამ ნაყოფს არ იძლეოდა და როდესაც სოსოს 50 წელი შეუსრულდა, მხოლოდ მაშინ გამოისხა, თითქოს ელოდებოდაო, ნახეთ როგორი კომშია. უკვე ორი წელია ასეთ დიდებულ კომშებს ისხამს. მუდმივად მოსკოვში ცხოვრება არ შეგვიძლია. აქ დავიბადეთ, გავიზარდეთ, მეგობრები, ნათესავები აქ არიან. ერთი-ორი თვით ხშირად ჩავდივართ, მოვისიყვარულებით და ისევ აქეთ ვბრუნდებით.


დედა: რა თქმა უნდა რთულია, ყველაფერს დრო უნდა, ახლა ერთმანეთს ეხმარებიან და ყველაფერი, საბედნიეროდ, კარგად აქვთ.


მამა: მოდი, ჩვენი შვილის სადღეგრძელო დავლიოთ, სოსოს გაუმარჯოს. დე, დიდხანს იცოცხლოს თავის ოჯახთან ერთად!


 

 

 

 

big_banner
არქივი