logo_geo
ვახტანგ გომელაური: UNICEF-ის კონცეფციის შესაბამისად, პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა გაგრძელდება
- +

21 თებერვალი. 2021. 18:13

 

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის თქმით, სამინისტრო არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას განაგრძობს.

 

„კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით არასრულწლოვნების მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ახდენს რეაგირებას. სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში, UNICEF-ის კონცეფციის შესაბამისად,  ბავშვზე მორგებული გარემო შექმნილია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. 2021 წელს გაგრძელდება  მსგავსი სივრცეების მოწყობა პოლიციის დანაყოფებში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

 

big_banner
არქივი