logo_geo
ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა
- +

13 აპრილი. 2017. 12:19



რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი ვახტანგ რჩეულიშვილი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.


ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში თოდუას კლინიკაში, მძიმე დიაგნოზით იყო მოთავსებული, დაახლოებით 1 საათის წინ დაიღუპა.


ვახტანგ რჩეულიშვილი კლინიკაში სიმსივნის დიაგნოზით მკურნალობდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი