logo_geo
საქართველოში კიდევ 10 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა
- +

23 თებერვალი. 2021. 11:01

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 457-ს შეადგენს.

 

დღეს კოვიდ-19-ით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 552 პაციენტი.

 

შეგახსენებთ, გუშინ, 22 თებერვალს საქართველოში კორონავირუსი 147 ადამიანს დაუდასტურდა, 607 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

 

big_banner
არქივი