logo_geo
მედეა შაფათავა: იმედს ვიტოვებ, რომ მათი სულისჩამდგმელი ჯამბაზად ქცეული გიტლერიც სათანადოდ გასამართლდება
- +

23 თებერვალი. 2021. 14:10

 

მედეა შაფათვა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„2012-ში „ოცნებას“ არჩევნები რომ წაეგო, და ბ.ი.-ს გუნდთან ერთად მიშას პარლამენტში შეჭრის მცდელობა მოეხდინა, გეკითხებით: რამდენი დარჩებოდა რუსთაველზე ცოცხალი?

 

მივესალმები კრიმინალების დაკავებას და შესაბამის დასჯას.

 

დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მათი სულისჩამდგმელი ჯამბაზად ქცეული გიტლერიც სათანადოდ გასამართლდება უახლოეს მომავალში და პასუხს აგებს ზურა ჟვანიადან, ბუთა რობაქიძედან, გვირგვლიანიდან, ვაზაგაშვილების ოჯახის, მოლაშვილის ოჯახის ტრაგედიაზე, აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტაზე, 2008 წლის ომის დანაშაულზე, 7 ნოემბერზე, “სახურავზე დენდარტყმულ” მოკლულებზე, გასხვისებულ ტერიტორიებზე, გაფლანგულ ბიუჯეტზე და ა.შ. და ა.შ.  რომელზე აგეს პასუხი?

 

ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და პოლიტიკური სტაბილურობა და არა გაუთავებელი სამარცხვინო ნარინჯისფერი სცენარები. წავიდა ეგ მატარებელი.

 

კანონის წინაშე ყველა თანაბარია“, - წერს მედეა შაფათავა.

big_banner
არქივი