logo_geo
ნახეთ რა რეაქცია ჰქონდა ანუკი არეშიძეს დედამთილის შეკითხვაზე
- +

23 თებერვალი. 2021. 22:38

 

 

ანუკი არეშიძის დედა იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდა ანუკის დედამთილს, როდესაც გაიგო, რომ მისმა რძალმა ისევ ვაჟი გააჩინა.

 

ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ანუკის დედა ამბობს, რომ მისი სიძე, თბილისის მერი კახა კალაძე მას სახელით მიმართავს, ასევე სახელით მიმართავს ანუკიც დედამთილს. რაც შეეხება კახას მამას, მხოლოდ ანუკის აქვს უფლება კარლოს შინაური სახელი – ბულია დაუძახოს, რადგან ის განსაკუთრებით ანებივრებს რძალს.

 

დიზაინერის დედის თქმით, ანუკის ძალიან უნდოდა გოგონა ჰყოლოდა. „როდესაც გავიგეთ, რომ მეოთხეც ბიჭი იყო, მედიკოს, კახას დედას უთქვამს, რა გახდა, ერთ კიკინებიან გოგოსაც რომ ერბინა ჩვენს ეზოშიო. ანუკის სიცილით უთქვამს, რა ვქნა, არ „გამომდის“ გოგონები, ავდგები, კიკინებს გავიკეთებ და მე ვირბენ ეზოშიო. მერე მე ვეუბნებოდი, მაშინ არეშიძეებთანაც უნდა მოხვიდე კიკინებით, მეც მინდა გოგო შვილიშვილი–მეთქი“, – ამბობს ქალი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი