ქართველი ტელეჟურნალისტი გიორგი სანაია 1975 წლის 24 თებერვალს დაიბადა.
ის სტუდენტობის პერიოდშივე მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.
მოგვიანებით, მისი ყველაზე დიდი კარიერული ნაბიჯი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ გახდა, სადაც გიორგი სანაიას იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ „ღამის კურიერი“ მიჰყავდა.
შეგახსენებთ, რომ 2001 წლის ივლისში, ტელევიზიით მოულოდნელად გავრცელდა ცნობა გიორგის გარდაცვალების შესახებ. გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე უცნობია.