logo_geo
„ორი დღეა, სროლის ხმებია“ - რა ხდება ლიახვის ხეობაში
- +

25 თებერვალი. 2021. 18:57

 

 

დიდი ლიახვის ხეობაში, ოკუპირებული ძარწემის პოლიგონზე ოკუპანტებმა სამხედრო წვრთნები განაახლეს.

 

როგორც „რეგიონულ კვირას“ სოფელ ზემო ხვითის მცხოვრებმა განუცხადა, სროლების ხმა სოფელში პირველად ორი დღის წინ გაიგეს. რუსული ძალების უკანონო წვრთნებიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს განახლდა.

 

„ორი დღეა, სროლის ხმებია. ალბათ, ისევ წვრთნებს ატარებენ, ზუსტად არ ვიცით. უკვე მივეჩვიეთ, პირველად არ ხდება ეს, ხშირად არის. პატრულირება მიმდინარეობს ყოველ ნახევარ საათში. ხალხი უკვე იმდენად შეეჩვია ამ მდგომარეობას, აღარც ვაქცევთ ყურადღებას“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

როგორც „კვირას“ სუს-ში განუცხადეს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, გარკვეული პერიოდულობით, ადგილზე ხორციელდება უკანონო სამხედრო წვრთნები. აღნიშნულის შესახებ კი აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი