logo_geo
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს - აფეთქებების ხმა იმდენად ძლიერია, რომ ქართულ სოფლებში სახლების ფანჯრები ზანზარებს
- +

25 თებერვალი. 2021. 20:41

 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, დიდი ლიახვის ხეობის  სოფელ ძარწემის პოლიგონზე საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობა სამხედრო წვრთნას გადის. ოსური მედიის ცნობით, სწავლება 19 თებერვალს მთიან რელიეფზე სნაიპერების მომზადებით და პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ტაქტიკის სწავლებით დაიწყო. ბოლო დღეებში კი უკვე საარტილერიო მომზადება მიმდინარეობს.

 

აფეთქებების ხმა იმდენად ძლიერია, რომ ქართულ სოფლებში სახლების ფანჯრები ზანზარებს.

 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც გამოეხმაურნენ. სუს-ში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ გარკვეული პერიოდულობით, ადგილზე უკანონო სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ კი აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და ხდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი