logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: რაც დრო გადის მით უფრო იკვეთება, რომ კორონავირუსი არ არის ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია
- +

26 თებერვალი. 2021. 00:42

 

 

მისივე თქმით, კორონავირუსი უკიდურესად არაპროგნოზირებადია.

 

„როცა პანდემია იწყებოდა, ყველას ჰქონდა განცდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, დაახლოებით ისეთი, როგორიც არის გრიპი. შემდეგში, ძალიან მალე გახდა ცნობილი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის და რაც დრო გადის მით უფრო იკვეთება ამ დაავადების ის თავისებურება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია“, - ამის შესახებ  ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

„თუნდაც იმიტომ, რომ ის აზიანებს არა მარტო ფილტვებს, არა მარტო სასუნთქ სისტემას, არამედ აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემას ადამიანის ორგანიზმში.

ძალიან სერიოზულად აზიანებს სისხლის შემდედებელ სისტემას და იწვევს თრომბების გაჩენას და თრომბოემბოლიზმს.

ეს დაავადება უკიდურესად არაპროგნოზირებადია. ითვლება, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში და იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს მძიმე თანმხლები დაავადებები, მაგრამ ეს არის მხოლოდ ტენდენცია. დიახ, უფრო ხშირად ასეა, მაგრამ არა ყოველთვის.

საკმაოდ ხშირია სასიკვდილო შემთხვევები ახალგაზრდებში, მათ შორის ძალიან ახალგაზრდებშიც და იმ პაციენტებშიც, ვისაც არანაირი თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა.

ვისწავლეთ ის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი არ წარმოადგენს რისკის ჯგუფს, რამეთუ ის შეიძლება ძალიან სწრაფადაც დამძიმდეს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მსუბუქი დაწყების შემთხვევაშიც კი, ავადმყოფი შეიძლება, სწრაფად დამძიმდეს“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

 

როგორც ცერცვაძემ განაცხადა,  საქართველოში პანდემიის დაწყების პირველივე თვეებიდან შეიმუშავეს და პრაქტიკაში დანერგეს მულტიდისციპლინური მიდგომა.

 

„ყველა ჩვენ კოვიდკლინიკებში ავადმყოფს ნახულობს და მკურნალობს არა ერთი, არამედ სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან შემდგარი გუნდი.

ეს ძალიან სერიოზული მომენტი იყო, რათა გაგვეუმჯობესებინა გამოსავლები და შეგვემცირებინა სიკვდილობის და გაგვეზარდა გადარჩენის მაჩვენებელი.

ყველაფერმა ამან საშუალება მოგვცა, რომ შეგვექმნა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სამსახური კოვიდის საწინააღმდეგოდ.

მე მხედველობაში მაქვს კოვიდპაციენტების კლინიკური მართვა. ეს იყო ძალიან ეფექტური.

ამას ხელი შეუწყო ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან სერიოზულმა და წარმატებულმა მუშაობამ. ჯანდაცვის სამინისტრომ მოკლე დროში მოახდინა საწოლების მობილიზება, შვიდი ათასი საწოლის მობილიზება იყო. ასეთი რაოდენობა საწოლების მილიონ მოსახლეზე არ ჰქონდა არც ერთ ქვეყანას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონება, პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს ნოუჰაუ იყო კოვიდსასტუმროები. ეს დღემდე მხოლოდ საქართველოშია დანერგილი და ინგლისმა დაიწყო ახლა დანერგვა საქართველოს მაგალითით“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

 

big_banner
არქივი