logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: საქართველოს ევროპის 45 ქვეყანაზე უფრო დაბალი სიკვდილობის პროცენტი აქვს
- +

26 თებერვალი. 2021. 02:58

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და კლინიკური ჯგუფი, კოვიდ-პანდემიის წინააღმდეგ დიდი წარმატებით მუშაობდა.

 

„საქართველოს ევროპაში აქვს, ევროპის 45 ქვეყანაზე უფრო დაბალი სიკვდილობის პროცენტი.

საქართველოზე დაბალი პროცენტი აქვს რამდენიმე ქვეყანას. ეს არის დასაფასებელი. საქართველო ბევრად მწირი რესურსების ქვეყანაა, ვიდრე ევროპის ქვეყნების უმრავლესობა. ეს არის უტყუარი არგუმენტი იმისა, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და კლინიკური ჯგუფი მუშაობდა დიდი წარმატებით. თუ ჩვენ არ ჩავთვლით სამკვირიან პერიოდს, რომელიც იყო პიკის პერიოდი, ნოემბერი-დეკემბერი, როცა იყო ძალიან დიდი გადატვირთვა და გადაძაბვა კლინიკური სექტორის, დღეში ხუთი ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. მაშინ იყო დაგვიანებები სასწრაფოსი, ოჯახის ექიმების, ჰოსპიტალიზაციის პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები მაშინაც კი იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი