logo_geo
გუდაუთაში სასტუმრო დაიწვა - დაღუპულია ორი ბავშვი
- +

27 თებერვალი. 2021. 00:42

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გუდაუთაში, ოჩამჩირის ქუჩაზე მდებარე საოჯახო სასტუმროში ხანძარია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 

შემთხვევის შედეგად დაღუპულია ორი ბავშვი, რომლებიც, სავარაუდოდ, სასტუმროში დროებით მცხოვრები რუსი სამხედრო მოსამსახურეების შვილები არიან.

 

თვითმხილველების თქმით, საოჯახო სასტუმროში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა.

 

ამ დროისთვის ადგილზე ცეცხლი ლიკვიდირებულია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი