logo_geo
ანა დოლიძე ორსულადაა - ვინ არის პოლიტიკოსის მეორე ქმარი
- +

27 თებერვალი. 2021. 12:26

 

ანა დოლიძე, 40 წლის ასაკში, მეორედ დაქორწინდა და მეორე შვილს ელოდება. პოლიტიკოსს ჯვრისწერა ვიწრო წრეში უკვე ჰქონდა, თუმცა წყვილმა ქორწილის გადახდა პანდემიის გამო ვერ მოახერხა.

 

ანა დოლიძე მეორე ნახევრის ვინაობას არ ამხელს და ამბობს, რომ სანამ შეძლებს, დამალავს.

 

„ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია და სრულიად აპოლიტიკური ადამიანია. ვინაობას არ გეტყვით, სანამ შევძლებ, ამასაც დავმალავ. ერთმანეთი კარგა ხნის წინ, ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანით. ყველაფერი თავისთავად განვითარდა. კორონას პირველსა და მეორე ტალღებს შორის ჯვარი დავიწერეთ. კარგა ხანს ველოდებოდით პანდემიის დამარცხებას, რომ საშუალება გვქონოდა ხალხმრავალი ქორწილის გადახდის, ახლაც გვინდა ქორწილი. მიზეზი გვინდა, რომ შევიკრიბოთ. ისე მოგვენატრა მეგობრებთან ერთად მხიარული წვეულებები, თუმცა, როგორც ჩანს, კარგა ხნით გადაიდება“ - ამბობს პოლიტიკოსი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი