logo_geo
ბაკურიანში თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
- +

27 თებერვალი. 2021. 14:10

 

 

ბაკურიანმა თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატში მონაწილეობა ადგილობრივმა სპორტსმენებმა 2 ასაკობრივ კატეგორიაში მიიღეს. 16 სპორტსმენი ერთმანეთს 55 და 30-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში შეეჯიბრნენ.

 

55 მეტრიდან ხტომაში პირველი ადგილი ესმერალდა გობოზოვამ და ალან გობოზოვმა დაიკავეს. 30 მეტრიდან ხტომაში კი პირველი ადგილი ესმერალდა ალიევამ და ქამრან ალიევმა მოიპოვეს. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა სპეციალურ კატეგორიაში გამარჯვებულ სპორტსმენად არტურ სარქისიანი დაასახელეს, სპორტსმენი პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

 

გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და სიგელებით, ტურნირის ორგანიზატორებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, შოთა როსტიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

 

ჩემპიონატის ორგანიზატორი იყო საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, ტრამპლინიდან ხტომისა და ორჭიდის ფედერაცია, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი