logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან დასანანია, რომ ასეთი ადამიანები გვტოვებენ...
- +

13 აპრილი. 2017. 15:18


 

„ძალიან დასანანია, რომ ასეთი ადამიანები გვტოვებენ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში განაცხადა, სადაც მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.


მთავრობის მეთაური მარჯანიშვილის თეატრში მეუღლესთან ერთად მივიდა და გივი ბერიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.


„ძალიან გული მტკივა, რომ ასე ადრე, ძალიან მოულოდნელად მოხდა მისი წასვლა ამქვეყნიდან. ის ყოველთვის დარჩება ჩვენს გვერდით იმიტომ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრი სასიხარულო, დადებითი მომენტი არის ასოცირებული ამ ადამიანთან. გული ძალიან მტკივა და ვგლოვობ ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომლებსაც ძალიან დააკლდება გივი ბერიკაშვილი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 


 

big_banner
არქივი