logo_geo
„ბერო იმპერია“ იონიზერებს და ოზონატორებს გთავაზობთ
- +

1 მარტი. 2021. 14:11

 

 

დაბინძურებული ჰაერი ჯანმრთელობას ზიანს რომ აყენებს, სიახლეს არ წარმოადგენს. დღევანდელ ეპიდვითარებაში (კოვიდ-19), სუფთა ჰაერის მოთხოვნილება საგრძნობლად გაიზარდა. კომპანია „ბერო იმპერია“ სწორედ სუფთა ჰაერზე აკეთებს აქცენტებს, მომხმარებელს სთავაზობს ჰაერის გამწმენდებს - იონიზერებს და ოზონატორებს, რომელიც ინოვაციური პროდუქტია მსოფლიო ბაზარზე, საქართველოსთვის  კი ახალი პროდუქტია.

 

დეტალებზე კომპანიის წარმომადგენელი თამარ ბერაია გვესაუბრება:

 

- „ბევრი ერთში“ ჩვენი კომპანიის მთავარი მესიჯია. როდესაც ოზონატორი  თქვენს მანქანაში აღმოჩნდება, თამამად შეგიძლიათ თავი იგრძნოთ ბაკურიანის და ბახმაროს  სუფთა ჰაერზე. მანქანის მრავალფუნქციური იონიზერი და ოზონატორი ჰაერს 99,99%-ით წმენდს:  ვირუსებისგან,  ბაქტერიებისგან, მიკრობებისგან, აქრობს უსიამოვნო სუნს, მათ შორის სიგარეტის გამონაბოლქვს, ანადგურებს ობის გამომწვევ მიზეზებს და ალერგიულ მიკროელემენტებს ჰაერში, ასევე  დადებითად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე, ხსნის სტრესულ ფონს, დაძაბულობას და აწესრიგებს ძილს.

 

- რა პრინციპით მუშაობს?

 

- მრავალფუნქციური იონიზერი უმაღლესი ხარისხის HEPA ფილტრის მეშვეობით წმენდს ჰაერს, გამოყოფს უარყოფით იონებს, რომელიც როგორც აღნიშნეთ, ჯამრთელობაზე სასარგებლოდ აისახება. ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა სერატონინი (ბედნიერების ჰორმონი), რაც ხელს უწყობს დეპრესიის შემცირებას, სტრესის განმუხტვას და ენერგიის ამაღლებას.

 

რაც შეეხება მანქანის ოზონატორს ასევე გამოყოფს უარყოფით იონებს და ოზონს, რომელიც სტერილიზაცია, დეზინფექციას 3000-ჯერ ეფექტურად აკეთებს ვიდრე ქლორი. აქრობს უსიამოვნო სუნს და სიგარეტის გამონაბოლქვს. არის ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული.

 

- მათი მოქმედება რამდენად უსაფრთხოა? 

 

- ეს არის სრულიად უსაფრთხო და ძალიან მარტივი პროდუქტი, რომელიც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თოთო ბავშვთან ასევე შინაურ ცხოველებთან.

 

ასევე მთელი ღამე საძინებელში დატოვოთ ჩართული და უზრუნველყოთ თქვენი ოჯახის წევრების ძილი  სუფთა ჰაერზე, რაც თავისთავად ჯანმრთელობის გარანტიაა.

 

მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ სივრცეში, სახლის ყველა ოთახში: აბაზანა, სამზარეულო, საძინებელ ოთახში და გარდერობში.

 

ორივე პროდუქტს ასევე გააჩნია ნებისმიერი მოწყობილობის დატენვის ფუნქცია (USB).

 

ეს პროდუქტი უნდა იყოს ყველას ოჯახში და მანქანაში, რომ ვიცხოვროთ და ვიმგზავროთ მშვიდად და უსაფრთხოდ.

 

- სად შეგვიძლია შევიძინოთ?

 

- შეძენა შეგიძლიათ ონლაინ ჩვენს facebook ან Istagram გვერდიდან „ბერო იმპერია“. მოგემსახურებათ ადგილზე მიტანის საკურიერო მომსახურება, ასევე ვაგზავნით რეგიონებში „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით.

https://www.facebook.com/beroimperia/

 

 

 

big_banner
არქივი