logo_geo
სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა
- +

1 მარტი. 2021. 15:38

 

თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარია. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ცალკე მდგომ ვაგონს გაუჩნდა, რომელიც რკინიგზის ჩიხში იდგა და საწვავის გადასაზიდად გამოიყენებოდა და ამ ეტაპზე ვაგონში საწვავი სავარაუდოდ, არ არის.

 

უწყების ცნობით, არავინ დაშავებულა.

 

ადგილზე მობილიზებულია 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და ხანძარი ლოკალიზებულია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი