logo_geo
რა სასარგებლო თვისებების მატარებელია დედის ნერწყვი - უნდა გაასუფთავოს თუ არა საწოვარა დედამ პირის ღრუში
- +

3 მარტი. 2021. 14:37

 

„შვედმა მეცნიერებმა შეისწავლეს და ნახეს, რომ როდესაც დედის ნერწყვი ახალშობილის პირის ღრუში ხვდება, მისთვის ძალიან სერიოზული სარგებლის მომტანია. დედის ნერწყვი შეიცავს უამრავ ანტისხეულს, რომელიც მიკრობების გამრავლების უნარს პირის ღრუში შლის“, - ამის შესახებ ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა, ონკოლოგიის რეზიდენტმა, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

მისი თქმით, დედის ნერწყვმა შეიძლება ახალშობილს ისეთი ალერგიული დავადების განვითარება შეუმციროს, როგორიც არის ეგზემა და ბრონქული ასთმა.

 

„ალბათ ბევრს გინახავთ, როდესაც ბავშვს დაუვარდებოდა საწოვარა, დედა პირში ჩაიდებდა და მერე დაუდებდა ახალშობილს, ეს ქცევა რეკომენდებული არ არის, ძირს დავარდნილია, ბინძურია, ის დედამაც უნდა ჩაიდოს პირში და საკუთარ თავსაც საფრთხეში იგდებს და არ არის ეს სწორი. როდესაც ამას აკეთებდნენ, ეგონათ რომ ეს იყო მავნე, მაგრამ შვედებმა შეისწავლეს და ნახეს, რომ როდესაც დედის ნერწყვი ახალშობილის პირის ღრუში ხვდება, მისთვის ძალიან სერიოზული სარგებლის მომტანია. იცით რატომ? დედის ნერწყვი შეიცავს უამრავ ანტისხეულს, რომელიც პირის ღრუში მიკრობების გამრავლების უნარს შლის. ამიტომ, დედის ნერწყვი ახალშობილის პირის ღრუს ინფექციისგან იცავს.

 

ასევეა დედის რძე, იქ იმდენი ანტისხეულია, რომ ბავშვი 6 თვე გარანტირებულად დაცულია ბევრი ინფექციისგან. დედის ნერწყვმა შეიძლება ახალშობილს ალერგიული დავადების განვითარების რისკი შეუმციროს, როგორიც არის ეგზემა და ბრონქული ასთმა“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი