logo_geo
„ფეისბუქი“ პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვებს ხსნის
- +

4 მარტი. 2021. 11:45

 

კომპანია „Facebook“ პოლიტიკური რეკლამის ჩვენებაზე დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის. ამის შესახებ „New York Times“ წერს.

 

„4 მარტიდან ვხსნით შეზღუდვებს პოლიტიკასა და არჩევნებთან დაკავშირებულ რეკლამაზე. 2020 წლის ნოემბერში ჩვენ ეს შეზღუდვები იმის გამო დავაწესეთ, რომ თავი აგვერიდებინა არჩევნების შემდგომ პერიოდში ჩვენი სერვისის ბოროტად გამოყენებისა და გაუგებრობებისგან. ბოლო თვეებში ჩვენ უკეთ შევისწავლეთ ამ ტიპის რეკლამის თავისებურებები და ვმუშაობთ გარკვეულ ცვლილებებზე, რომელიც ჩვენს სერვისში აუცილებლად შევა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

https://imedinews.ge/ge/teqnologiebi/189817/facebooki-politikur-reklamaze-shezgudvebs-khsnis

 

big_banner
არქივი