logo_geo
უახლოესი ორი წლის განმავლობაში, დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
- +

4 მარტი. 2021. 12:29

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა.

 

სამოქმედო გეგმას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. 

 

„მოგეხსენებათ, ჩვენმა მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 23 000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცა საცხოვრებელი. აღნიშნული გეგმის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ჩვენ დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

big_banner
არქივი