logo_geo
„Sony“-ს და „Warner“-ის მუსიკალურ კონტენტს ბიზნეს სექტორი საქართველოში უნებართვოდ ვეღარ გამოიყენებს
- +

4 მარტი. 2021. 14:25

 

მუსიკალური მაუწყებლობის ორგანიზატორი საქართველოში, კომპანია „როზუმი“ საერთაშორისო ლეიბლების - „Sony Music Entertainmen“t-სა და „Warner Music Group“-ის, მუსიკალური კონტენტის ლიცენზიის ექსკლუზიური მფლობელი გახდა.

 

„როზუმი“ ქართულ ბაზარზე ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ბიზნეს სექტორს ლიცენზირებულ ფონურ მუსიკას სთავაზობს. შესაბამისად, ბიზნესოპერატორები ზემოაღნიშნული ლეიბლების მუსიკალური კონტენტით უნებართვოდ სარგებლობას ვეღარ შეძლებენ. 

 

„საქართველოში ჯერ კიდევ ახალია ბიზნესის გასაფორმებლად ლიცენზირებული მუსიკით სარგებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როზუმმა საკუთარ ფლეილისთებში რაც შეიძლება მეტი ცნობილი მუსიკა გააერთიანოს. სწორედ ამას უზრუნველყოფს „Sony“-ს და „Warner“-ის მუსიკალურ კონტენტის ექსკლუზიური ლიცენზიის ფლობა“, - აღნიშნავს „როზუმის“ დირექტორი ნიკოლოზ კუხალეიშვილი.

 

„Sony“ და „Warner“ არაერთ ცნობილ მუსიკოსთან თანამშრომლობენ, მათ შორის ფლობენ Stevie Wonder-ის, Beyonce-ის, George Michael-ის, Bruno Mars-ისა და სხვა შემსულებელთა შემოქმედებაზე საავტორო უფლებებს.

 

როზუმის“ შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.rozum.ge

 

big_banner
არქივი