logo_geo
იაპონურ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა
- +

4 მარტი. 2021. 17:17

 

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით შპს „არომაპროდაქტსმა“ ქართული კივის ექსპორტი იაპონურ ბაზარზე განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, იგეგმება იაპონური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რათა გაზარდონ ქართული პროდუქციის ექსპორტი იაპონიაში. ამასთან, იაპონური მხარე ასევე აპირებს აქტიური კამპანიის წარმოებას, საქართველოს, როგორც საინტერესო ბიზნეს მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით. მოცემული კამპანიის ხელშეწყობის პროცესში იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან ერთად სააგენტოც ჩაერთვება.

 

შპს „არომაპროდაქტსმა“ 2021 წლის 21-25 თებერვალს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და The USAID Agriculture Program -ის მხარდაჭერით, კომპანიამ სხვა ქართულ ბრენდებთან ერთად – Gulfood 2021 გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

 

„ემირატების და საერთოდ შუა აზიის ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ წარმოდგენილი ვართ საკმაოდ მსხვილ ქსელებში“, – აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი ვალერი გუგუშვილი.

 

big_banner
არქივი