logo_geo
კახი კავსაძე: ძმები ვიყავით, ის კი ადგა და წავიდა...
- +

13 აპრილი. 2017. 20:46


 

„გივი ჩემი ძმა იყო, ძალიან მიჭირს", - ამის შესახებ მსახიობმა კახი კავსაძემ გივი ბერიკაშვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.


მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გივი ბერიკაშვილს ახლობლები ემშვიდობებიან.


„გივი იყო მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, სამაგალითო ადამიანი, დიდი კაცი წავიდა ამქვეყნიდან. დადიოდა და სიკეთეს აფრქვევდა. ყველა ტირის, გულახდილად ტირის. ბერიკამ ხალხი აატირა და ჩვენც აგვატირა. ჩემთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ძმები ვიყავით. ადგა და წავიდა. დატოვა დიდი სიყვარული, ვიდრე ვიქნები ქვეყანაზე, გივი ჩემს გულში იქნება", - განაცხადა კახი კავსაძემ.

 

 

big_banner
არქივი