logo_geo
ვახო სანაია: მახსოვს მიწაზე დამხობილი მტირალი დედაჩემი და ბევრი ხალხი - გიორგი მოკლესო
- +

5 მარტი. 2021. 00:38

 

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ გადაცემაში ,,მხოლოდ ლელასთან” საქართველოს უახლოესი წარსულიდან და მისი ოჯახის ცხოვრებიდან ტრაგიკული ეპიზოდი გაიხსენა, როცა მისი ძმა, ჟურნალისტი გიორგი სანაია მოკლეს.

 

,,ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა”, – ამბობს ვახო სანაია. მაშინ 15 წლის იყო და სამტრედიაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.

 

„ ეზოში ვთამაშობდი. იქვე იყვნენ დედაჩემი და მამაჩემი. მეზობელი გვყავდა, მესაათე იყო. მასთან გადავდიოდი, საათების გაკეთებას მასწავლიდა. მოკლედ, საღამო ხანია. ჩვენ მშვიდად ვართ, ვერანაიარ საფრთხეს ვერ ვგრძნობთ, მით უმეტეს, გიორგისთან დაკავშირებით.

 

ამ კაცმა დამიძახა. მისი აივანი ჩვენს ეზოს უყუებდა. ეტლში იჯდა წაშლილი სახით, სულ გაფითრებული. რადიო ედგა გვერდით. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა, ასე ეთქვა, ალბათ თვითონაც შოკში იყო. მითხრა, გიოგი სანაია მოკლესო. ვერ გავიგე, რას მეუბნებოდა ეს ადამიანი. ასე პირდაპირ მითხრა. მეხი რომ დაგეცემა, იმაზე უარესად ვიყავი. რას ამბობ-მეთქი, ვუთხარი. გარდაცვლილი იპოვეს, რადიოში გამოაცხადესო, გამიმეორა. ამის მერე მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მე მხოლოდ ერთი კადრი მახსოვს, როგორ დაინახა დედაჩემმა, რომ მე რაღაც რეაქცია მქონდა. შენიშნა, რომ რაღაც მოხდა. რა მოხდაო, დამიძახა. მე ჯერ ვერ გავეცი ხმა. მერე გამიმეორა ხმამაღლა. ვუთხარი, ეს კაცი რაღაცას ამბობს-მეთქი. არ ვიცოდი, დედასთვის რა მეთქვა. ამის შემდეგ არაფერი მახსოვს, მახსოვს ერთადერთი კადრი – მიწაზე დამხობილი მტირალი დედაჩემი და ბევრი ხალხი. ჯოჯოხეთი იყო ნამდვილი“, – იხსენებს ვახო სანაია ლელა წურწუმიას გადაცემაში.

 

big_banner
არქივი