logo_geo
ნოდიკო ტატიშვილი: უკეთესი იქნება სადმე თუ არ გადამეყრება. ის კომპრომატები დღემდე შენახული გვაქვს!
- +

5 მარტი. 2021. 01:29

 

 

მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა გადაცემა ,,ფარულ კონვერტში” თავისი ცხოვრებიდან მძიმე ეპიზოდი გაიხსენა:

 

„15 წლის ვიყავი და დიდი უბედურება დაგვატეხეს თავს. მამას ჰქონდა იჯარით აღებული ფართი, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე. აქირავებდა და პატიოსნად ნაშოვნი შემოსავალი ჰქონდა. შევარდნაძის პერიოდი იყო. აიძულებდნენ, ის ტერიტორია დაეტოვებინა. ხელოვნურად დაადეს დიდი ოდენობით ვალები…

 

მამა ამ პიროვნებას ებრძოდა კომრპომატებით და ამ კომპრომატების გამო გაიტაცეს კიდეც. როდესაც ცვლა დაამთავრა, ტრანსპორტში ჩაჯდა, თვალები აუხვიეს და გაიტაცეს. სთხოვდნენ იმ კომპრომატებს, რითიც უმტკიცებდა შანტაჟს. სამი დღე ჰყავდათ თვალებახვეული. მესამე დღეს სკამზე გადააფარეს ცელოფანი, დასვეს მამა, მიადეს იარაღი და უთხრეს,  თუ არ გვეტყვი, სადაა კომრომატები, აქ დაამთავრებ ცხოვრებასო. მამამ უთხრა, მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ ლაჩარი მამა ჰყავთო.

 

როცა მამა გაიტაცეს, მე დავურეკე გია ტალახაშვილს, მივედი მასთან, მახსოვს ხელი ვაბრახუნე მაგიდაზე და ვუთხარი, მამა სასწრაფოდ გამოეშვა სახლში. დავპირდი, რომ ამ ამბავს ასე არ დავტოვებდი. უკეთესი იქნება სადმე თუ არ გადამეყრება. ის კომპრომატები დღემდე შენახული გვაქვს“, - განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.

 

big_banner
არქივი