logo_geo
მეცნიერებმა იმპლანტი შექმნეს, რომელიც უსინათლოებს მხედველობას დაუბრუნებს
- +

5 მარტი. 2021. 16:20

 

 

 

მეცნიერებმა თვალის ბადურის იმპლანტი შეიმუშავეს, რომელიც 10 000-ზე მეტი ელექტროდისგან შედგება და შესაძლოა, გამოგონებამ უსინათლო ადამიანებს მხედველობა დაუბრუნოს.

 

იმპლანტი სადენების გარეშე უკავშირდება კომპიუტერულ სისტემას, რომელიც სათვალის ჩარჩოშია ჩამონტაჟებული. კამერა, რომელიც ასევე სათვალის ჩარჩოშია ჩაშენებული, გადასცემს ინფორმაციას იმპლანტს, რომელიც გამოსახულების შესაბამისად ელექტროდებს ანთებს. ილუმინირებული ელექტროდები ააქტიურებენ თვალის იმ ნაწილს, რომელიც გამოსახულებას ტვინს უგზავნის.

ადამიანი ფორმების და სხვადასხვა ობიექტის გამოსახულებას შავი და თეთრი წერტილების სახით გაარჩევს. მართალია ეს რეალური მხედველობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა, ტექნოლოგია მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება.

 

იმპლანტის შვეიცარიელი გამომგონებლები იმედოვნებენ, რომ მათი ტექნოლოგია სამედიცინო სფეროს თანხმობას მალე მიიღებს და მას ადამიანებზე გამოცდიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი