logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის სახლიდან საბრძოლო მასალები ამოიღეს
- +

5 მარტი. 2021. 19:43

 

ოკუპირებული აფხაზეთის საერთაშორისო საკითხებში დე - ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის ახრა ავიძბას საცხოვრებელი სახლიდან ე.წ. შსს-ს თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები ამოიღეს.

 

ამოღებულ საბრძოლო იარაღს შორისაა სხვადასხვა კალიბრის ტყვიები, ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარები, ხელის ტყვიამფრქვევები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები, ასევე რადიოგადამცემები.

 

ახრა ავიძბა ე.წ. ძალოვანებმა 4 მარტს საღამოს დააკავეს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი