logo_geo
რუსული მედია: რუსეთიდან საქართველოში გამგზავრებაზე მოთხოვნა ბოლო ათ დღეში 37-ჯერ გაიზარდა
- +

5 მარტი. 2021. 23:59

 

 

რუსეთიდან საქართველოში გამგზავრებაზე მოთხოვნა ბოლო ათი დღის განმავლობაში 37-ჯერ გაიზარდა, ვიდრე ეს გასული რამდენიმე თვის განმავლობაში იყო. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ტურისტულ სააგენტოებზე დაყრდნობით წერს.

 

„ამასთან, ამ ქვეყნის მონახულების შესაძლებლობა დაემთხვა იქ არსებული შეზღუდვების შემსუბუქებას, რომელიც კორონავირუსის გამო იყო დაწესებული, მათ შორის, გამოსასვლელ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, 1-ლი მარტიდან ბათუმში და 8 მარტიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში რესტორნების გახსნა.

მარტში, ასევე, განაახლებენ მუშაობას მუზეუმები, ბაზრები და ბაზრობები. თუმცა, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე „კომენდანტის საათი“ ნარჩუნდება“, - წერს სააგენტო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი