logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვიდა
- +

6 მარტი. 2021. 02:04

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 234 ადამიანს, ვირუსი  21 მათგანს დაუდასტურდა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

 

ოკუპირებული რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 54 კოვიდ-ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 952 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 203 და გამოჯანმრთელდა 12 400 პაციენტი.

big_banner
არქივი