logo_geo
თემურ ქეცბაია: გადაწყვეტილებებს მე რომ ვიღებდე, შესაძლოა, ამ ვითარებაში არ ვყოფილიყავით
- +

7 მარტი. 2021. 10:49

 

 

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე „ომონიასთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მატჩის მოგების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.

 

„რა თქმა უნდა, „ომონია“ ლიდერია და მისი მოთამაშეები ფსიქოლოგიურად ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ. კარგი თამაში იყო. ორივე სამი ქულის მოპოვებას ვცდილობდით და სიმართლე გითხრათ, ფრეც შეიძლება კარგი შედეგი იყო. ფეხბურთელებით კმაყოფილი დავრჩი, რადგან მათ ჩვენი დავალებები შეასრულეს, მაგრამ რომ გაგვმართლებოდა, შეგვეძლო სამი ქულით წამოვსულიყავით. თუმცა, არ ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო. ვფიქრობ, რომ ასეთ მატჩში ფრე ყველაზე სამართლიანი შედეგი იყო“, – განაცხადა ქეცბაიამ.

 

მან გარკვეულწილად კლუბის ხელმძღვანელობაზეც ილაპარაკა: „ჩემპიონობისთვის თითოეული თამაშში ბოლომდე ვიბრძოლებთ. უკვე ორი მატჩი ჩავატარეთ გუნდთან, რომლებიც ტიტულის პირველი ფავორიტები არიან. წინ კიდევ რვა მატჩია, სადაც 24 ქულა შეგიძლია მოვიპოვოთ. სეზონის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე შეცდომა დავუშვით და ამის გამო ჩამორჩით. შესაძლოა, ვინმეს წინაშე პასუხისმგებლობა მქონდეს, მაგრამ გადაწყვეტილებებს მე რომ ვიღებდე, შეიძლება ამ ვითარებაში არ ვყოფილიყავით. ამის მიუხედავად, 12 მატჩი წაუგებლად ვითამაშეთ“.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი