logo_geo
მარადონას გარდაცვალებიდან 100 დღე გავიდა
- +

7 მარტი. 2021. 18:25

 

 

 

ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებიდან 100 დღე გავიდა. სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი 2020 წლის 25 ნოემბერს დაიღუპა.

 

არგენტინის შემდეგ ყველაზე მეტად ეს ამბავი ნეაპოლში განიცადეს, სადაც, დღემდე „ნაპოლის“ საშინაო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიასთან უამრავი ადამიანი მიდის და მის ხსოვნას პატივს მიაგებს.

 

ნეაპოლში დიეგოს გარდაცვალებამ უამრავი ახალგაზრდა მხატვარი ქუჩებში გამოიყვანა, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს საუკეთესო ფრესკის შექმნაში დღემდე ეჯიბრებიან.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით „სან პაოლოს“ არენას 4 დეკემბერს დიეგო მარადონას სახელი ეწოდა.

 

big_banner
არქივი