logo_geo
ექიმის ეს რჩევა ახალშობილთა მშობლებს გამოადგებათ
- +

7 მარტი. 2021. 21:23

 

 

ახალშობილის მუცელზე დროებით გადმობრუნების 3 სარგებელი და როგორ უნდა მოხდეს ეს უსაფრთხოდ – ექიმი ზაზა თელია შემდეგ რჩევა-რეკომენდაციას ავრცელებს.

 

 

 

„ჩვილები დიდ დროს ატარებენ ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, თუმცა ზოგჯერ ცოტა ხნით მათი მუცელზე გადმობრუნება თამაშობს მნიშვნელოვან როლს მათი განვითარებისთვის.

 

 

 

შეხედეთ ამ საკითხს როგორც – ეს არის ბავშვის პირველი ვარჯიში.

 

მას აქვს სამი სარგებელი:

 

  1. ხელს უწყობს მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას

 

 

როდესაც ჩვილები ატარებენ გარკვეულ პერიოდს მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში, ხდება კუნთების განვითარება რომელიც აძლევს მათ საშუალებას თავის ასაწევად, გვერდზე გადასაბრუნებლად, საცოცავად.

 

 

 

ამ დროს ხდება ტორსის კუნთების ძალის განვითარება, ასევე ზურგის, კისრის და მხრის კუნთების ძალის განვითარება.

 

 

 

კვლევებით დადგინდა რომ ჩვილები რომლებიც არ ატარებენ გარკვეულ დროს მუცელზე მწოლიარე პოზიციაში, აქვთ მომატებული რისკი დაგვიანებული მოტორული განვითარებისა

 

  1. მცირდება თავის ქალას დეფორმაციის რისკი

 

 

ჩვილები რომლებიც ატარებენ დიდ დროს ზურგზე მწოლიარე პოზიციაში, შეიძლება განუვითარდეთ ბრტყელი თავის სინდრომი ან პოზიციური პლაგიოცეფალია (არ არის საშიში და პერმანენტული).

 

 

 

თუმცა სხვა სახის პლაგიოცეფალიები საჭიროებს აუცილებელ ყურადღებას, ამიტომ თუ ჩვილის თავზე შეამჩნევთ ბრტყელ ადგილს აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.

 

 

 

  1. ხელს უწყობს სენსორულ განვითარებას

 

 

მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნა ბავშვს აძლევს საშუალებას გამოსცადოს სხეულის სხვადასხვა პოზიციები და მოძრაობები. აძლევს საშუალებას გამოსცადონ სხვადასხვა თვალთახედვა და სამყაროს შეგრძნობა.

 

 

 

ასევე ეხმარება ვესტიბულური სისტემის განვითარებას იმის ხარჯზე თუ როგორ ხდება ამ პოზიციაში ხელების და ფეხების მოძრაობა.

 

 

 

როდის შეიძლება დაწყებულ იქნას – Tummy Time?

 

 

 

ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით ის შეიძლება დაწყებულ იქნას პირველივე დღეს ჩვილის სამშობიაროდან სახლში მიყვანისას.

 

 

 

დაიწყეთ მოკლე პერიოდებით, მყარ ზედაპირზე, რამოდენიმე წუთით, დღეში რამდენჯერმე. თავიდან ეს ბავშვს შეიძლება არ მოეწონოს. გადმოაბრუნეთ როგორც კი დაიწყებს “ფაციფუცს“. მაგრამ დროთა განმავლობაში ბავშვი მოძლიერდება, უფრო დიდხანს შეძლებს მუცელზე ყოფნას და მოეწონება. ამის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ მთლიანი საათის განმავლობაში ამყოფოთ ჩვილი ამ პოზიციაში ყოველდღიურად.

 

 

 

რა უნდა გავაკეთოთ თუ ბავშვი ამ შემთხვევაში ტირის?

 

 

 

თუ ბავშვს არ მოსწონს და იწყებს ტირილს, ეცადეთ მუცელზე გადმობრუნებისთვის აირჩიოთ დრო – დილით ადრე გაღვიძებისას ან საფენის გამოცვლის შემდგომ. ეს არ უნდა იყოს უარყოფითი გამოცდილება მათთვის. ასევე შეგიძლიათ დახვეული პირსახოცი ამოუდოთ ტორსის ქვეშ რაც ზოგჯერ ეხმარება მათ. აუცილებელია არ მოვადუნოთ ყურადღება

 

 

 

Tummy Time – სხვადასხვა ადგილებში, ასევე სხვადასხვა ადგილებში დავუდოთ სათამაშოები იმისათვის რომ ეცადოს მისწვდეს სხვადასხვა მიმართულებით.

 

 

 

დაიმახსოვრეთ! Tummy Time კარგია ჩვილის განვითარებისათვის, მაგრამ ჩვილს ყოველთვის უნდა ეძინოს ზურგზე ჩვილის უეცარი სიკვდილის რისკის შემცირებისათვის!“ – წერს ექიმი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი