logo_geo
5 წლის მარნეულელი ალექსანდრე ბარბაქაძე თვლის, რომ უკვე ხელოვანია
- +

7 მარტი. 2021. 22:36

 

ალექსანდრე 3 წლის იყო, როცა ხატვა დაიწყო და ახლა შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგი თვითნასწავლი მხატვარია. როგორც ბავშვის ოჯახის წევრები გვიყვებიან, პატარას განსაკუთრებული თვისებები მაშინ შენიშნეს როცა იგი ჯერ კიდევ თვეების იყო, ალექსანდრეს ძალიან უყვარს წიგნები, მან წერა კითხვა, ანგარიში და გეომეტრიული ფიგურები სრულიად დამოუკიდებლად ისწავლა ისე, რომ მშობლებმა ამის შესახებ არც კი იცოდნენ, ბავშვი ამჯერად მსოფლიო რუკაზე, კონტინენტებს ოკეანეებს და ზღვის ცხოველებს სწავლობს.

 

 

 

„ალექსანდრე ჯერ კიდევ თვეების იყო,სახლში ხატების კუთხე სადაც გვაქვს იქ გვთხოვდა ხოლმე მისვლას, რომ მივიყვანდით ხატებს ემთხვეოდა და თან ვეუბნებოდით ხატების სახელებს მაგალითად წმ.გიორგი, წმ.ნინო და ა.შ ამასობაში ბავშვმა 15 წმინდანის ხატის ცნობა ისწავლა, ამის ამსახველი ვიდეოც მაქვს გადაღებული. 3 წლის იყო ლამაზი ფიგურების ხატვა რომ დაიწყო, ამ ასაკში მისი ასეთი ხატვა ვფიქრობდით რომ მისი განსაკუთრებული ნიჭი იყო“.

 

რა ასაკში ისწავლა გუაშით ხატვა და რა მასალაზე ხატავს?

 

– 4 წლის ფლომასტერებით და ფანქრებით ხატავდა ფრინველებს, ცხოველებს და საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. ვიფიქრე, რომ საღებავებითაც უნდა გვეცადა და ვუყიდე, თავიდან დახატა ნახატი ხის ოთხ ფიგურაზე და ააწყო ერთმანეთის მიმდევრობით. ძირითადად რაც იკვეთება მის ნახატებში სიკეთე და ბოროტებაა, სადაც სიკეთე უფრო ძლიერია. ასევე ხატავს კოსმოსს, მაგალითად, ერთ ნამუშევარში აღწერილია როგორ აფეთქდა მზე, ერთ ნამუშევარში კი ტორნადოა და იქეთ-აქეთ ბნელი და მხიარული მხარეები.

 

– საყვარელი ნახატი თუ აქვს?

 

– კი არის ერთი ნახატი რომელსაც „კეთილი ქოხი“ დაარქვა, ეს ქოხი ტყეში ძალიან ლამაზ ბუნებაში დგას.

 

– ამბობთ, რომ ალექსანდრეს წიგნების კითხვა უყვარს და ცდილობს მსოფლიო რუკაც შეისწავლოს

 

– კი ასეა, დილას რომ გაიღვიძებს პირველი რასაც აკეთებს, წიგნების თაროებთან მიდის, აინტერესებს ყველაფერი, ასე ჩუმ-ჩუმად ისე ისწავლა წერა-კითხვა და ანგარიში, არც ვიცოდი.

 

ერთ დღეს მითხრა, დედა რაღაც დავხატე და მოდი გაჩვენოო, მაშინ 4 წლის იყო, მივედი და ბავშვმა წერა დაიწყო, გაოცებული ვუყურებდი იმიტომ, რომ მე არ მისწავლებია, თორემ არ ვთვლი, რომ ამ ასაკში ეს ასე გასაკვირია-თქო, ანგარიშიც ასე ისწავლა, ძალიან მოსწონს შემეცნებითი წიგნები. ახალ წელს თოვლის ბაბუას სათამაშოების ნაცვლად სთხოვა, რომ განსავითარებელი წიგნები ეჩუქებინა.

 

ოჯახის წევრებს გვთხოვს, რომ წიგნები ვუყიდოთ, რომლითაც ისწავლის ყველაფერს. ცდილობს მსოფლიო რუკა ისწავლოს, ამ ეტაპზე იცის კონტინენტები, ოკეანეები, განსაკუთრებულად უყვარს ავსტრალია, ამბობს, რომ ლამაზია. იცის რომელი ცხოველი და ფრინველი ბინადრობს ავსტრალიაში“, – გვიყვება ალექსანდრეს დედა.

 

პატარა ალექსანდრე ბარბაქაძე გვეუბნება, რომ როცა დიდი გაიზრდება მაგარი მხატვარი უნდა გამოვიდეს და მსოფლიოში იმოგზაუროს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს რუკა ისწავლოს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი