logo_geo
მხოლოდ 8 მარტი არა – რა დღესასწაულები არსებობს მსოფლიოში ქალთა საპატივცემულოდ
- +

7 მარტი. 2021. 23:51

 

 

ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გენდერული დღესასწაულია მთელ მსოფლიოში. მის მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს: სადღაც ის ქალურობისა და სილამაზის დღესასწაულია, სადღაც კი ხაზს უსვამს თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებს. 8 მარტი არ არის ერთადერთი დღესასწაული, რომელიც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ეძღვნებათ. მთელი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოსა და ცალკეულ ქვეყნებში არსებობს დღეები, როდესაც ქალებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ეს პროფესიული დღეებიცაა და ტრადიციული ფესტივალებიც, ასევე მნიშვნელოვანი მიღწევების დღეები ქალთა უფლებების დამკვიდრებაში.

 

- რეკლამა -

დედის დღე – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დღეა მსოფლიოში, რომელიც ეძღვნება დედობას და დედების როლს საზოგადოებაში. მას 40-ზე მეტ ქვეყანაში ზეიმობენ, ძირითადად კი მაისის თვის მეორე კვირა დღეს. 26 აგვისტოს აშშ-ში ქალთა თანასწორობის დღე აღინიშნება. ეს თარიღი შემთხვევით არ არის არჩეული: 1920 წელს ამ დღეს აშშ-ის კონსტიტუციის მე-19 ჩასწორება დამტკიცდა, რომელიც ქალებს უფლებას აძლევდა მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. პირველი დღესასწაული აღინიშნა 1972 წელს, როდესაც პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა გამოუშვა პროკლამაცია და 26 აგვისტო ქალთა თანასწორობის დღედ გამოაცხადა.

იაპონია

იაპონიაში ქალთა საერთაშორისო დღე ოფიციალურად არ აღინიშნება, მაგრამ სამ მარტს ქვეყანაში ხინამაცურის ზეიმობენ, იგივე გოგოების დღეს, რომელიც ცნობილია ასევე როგორც თოჯინების დღედ. ამ დღეს იაპონელები გოგოების ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის ლოცულობენ. პირველად ხინამაცურის დღე მოხსენიებულია 794-1185 წლებში.

სომხეთი

დედების და სილამაზის დღე სომხეთში 7 აპრილს აღინიშნება. 1990 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში განიხილებოდა საკითხი, რომ 8 მარტი ამოეღოთ სახელმწიფო დღესასწაულების რიცხვიდან და ჩაენაცვლებინათ ის დედის დღით. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ორივე დღესასწაული აღინიშნება.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

9 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ქალთა ნაციონალური დღე აღინიშნება. 1956 წელს, 20 ათასზე მეტი ქალი გამოვიდა მთავრობის სახლთან პრეტორიაში აპარტეიდის კანონების წინაღმდეგ გამართულ აქციაზე. ქალები 30 წუთის განმავლობაში ჩუმად იდგნენ მთავრობის სახლთან, რის შემდეგაც სიმღერა შეასრულეს რომლის სახელიც ითარგმნება შემდეგნაირად: „როდესაც თქვენ ასწიეთ ხელი ქალზე, თქვენ დაარტყით კლდეს“.

მოზამბიკი

ქალთა ნაციონალური დღე მოზამბიკში 7 აპრილს აღინიშნება, ის ასევე ცნობილია როგორც მოზამბიკელი ქალის დღე. დღესასწაული ნაციონალურ გმირს, ჟოზინა მაშელს ეძღვნება, რომელიც 1971 წლის 7 აპრილს დაიღუპა. ჟოზინა მაშელი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, სამორა მაშელის ცოლი იყო, ის ცნობილი იყო როგორც ორგანიზაცია „მოზამბიკის განმათავისუფლებელი ფრონტის“ აქტივისტი. მან დიდი როლი შეასრულა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. ამ დღეს მოზამბიკელი ქალები ცეკვავენ და მღერიან ტრადიციული მუსიკის ფონზე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი