logo_geo
კურორტ გოდერძიზე საბაგიროები გაიხსნა
- +

8 მარტი. 2021. 16:04

 

კურორტზე „გოდერძი“ სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, სტუმრებს საბაგიროებით შეუძლიათ ისარგებლონ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, რეგულაციების მიხედვით, გონდოლებზე ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვებაა შესაძლებელი.

 

„შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კურორტზე ბაბლისა და გონდოლას ტიპის საბაგიროები ფუნქციონირებს. რაც შეეხება განთავსების ობიექტებს, სასტუმროებმა კურორტზე ფუნქციონირება 25 თებერვლიდან განაახლეს. დღეის მონაცემებით, კურორტ გოდერძიზე 3 სასტუმრო და რამდენიმე კოტეჯი ღებულობს სტუმრებს. მათ შორისაა ახლად გახსნილი სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“, რომელშიც რესტორანი, ღამის კლუბი და აუზი ფუნქციონირებს. სტუმრებს იღებს სოფელ დანისპარაულში კურორტიდან 3 კმ-ში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლებიც“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/645509-kurort-goderzize-sabagiroebi-gaixsna

 

big_banner
არქივი