logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ინფორმაცია, თითქოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ხანდაზმულებში იმუნიტეტს ვერ უზრუნველყოფდა, სწორი არ გამოდგა
- +

11 მარტი. 2021. 20:22

 

 

“ჯერ ისეთი ვაქცინა არ გამოსულა, რომელსაც არც ერთი გვერდითი მოვლენა არ აქვს”, – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტების კითხვას, ავსტრიის, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიასა და ლუქსემბურგის მიერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერების თაობაზე.

 

 

„ინფორმაცია, თითქოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ხანდაზმულებში იმუნიტეტს ვერ უზრუნველყოფდა, სწორი არ გამოდგა, მაშინ უბრალოდ კვლევა არ იყო ჩატარებული. რაც შეეხება გართულებების ცალკეულ შემთხვევებს, ასეთ შემთხვევებზე ინფორმაცია სულ არის. მაგალითად, „ფაიზერით“ვაქცინაცია რომ დაიწყეს, 23 ადამიანი გარდაიცვალა ნორვეგიაში და სიკვდილის შემთხვევები ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც დაფიქსირდა. „ფაიზერზეც“ აგორდა ეს უარყოფითი ტალღა, რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ შემდეგ კვლევებმა დაადგინეს, რომ ამ ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა.

 

ქვეყნებში რომლებისგანაც არის სიგნალები, რომ იქ შეიძლება რაღაც გვერდითი მოვლენები იყოს, ვნახოთ, დადასტურდება თუ არა ეს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ისეთი ვაქცინა არ გამოსულა, რომელსაც არც ერთი გვერდითი მოვლენა არ აქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი