logo_geo
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთი წელი გავიდა
- +

21 მარტი. 2021. 13:41

 

ერთი წლის წინ, 2020 წლის 21 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

„საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე“, – განაცხადა მაშინ გიორგი გახარიამ.

 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მალევე ჩაიკეტა მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.

 

 

big_banner
არქივი