logo_geo
ამ ფარულ ნიშნებს, სამყარო მაშინ გიგზავნით, როდესაც გზას კარგავთ
- +

24 მარტი. 2021. 02:46

 

 

ცხოვრება თავისებურად გვაფრთხილებს...

 

თითოეულ შემთხვევით არჩევანს უსასრულო შესაძლებლობები აქვს, რომლებიც ჩვენს გზას განსაზღვრავენ. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სიგნალს გვიგზავნის, რომელიც გაცნობიერებასა და ადგილის ან თავად გადაწყვეტილების აღქმაში გვეხმარება. ამას შეგიძლიათ უწოდოთ ან ინტუიცია ან უბრალოდ აზრი, რომელიც გონებას არ ტოვებს. სინამდვილეში ეს ღვთაებრივი ენერგიის ნაწილია, რომელიც სივრცეს ავსებს, სიგნალებს გიგზავნით და გაღვიძებთ.

 

სულიერი ჰარმონია მოიპოვეთ

 

ყველაზე მნიშვნელოვანია- შინაგანი სულიერი ჰარმონია, ის თქვენ წინათგრძნობებს განიჭებთ უმაღლეს სულიერ დონეზე. ასევე, ის გაძლევთ საშუალებას, განახლებული და მომხიბლავი ადამიანი გახდეთ. ის სირთულეებისა და დაბრკოლებებისთვის გამზადებთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებისეულ გზაზე გელოდებათ.

 

სულიერი ჰარმონია ცხოვრების ყველა სფეროში აუცილებელია, და ამასთან, ის თითოეული სიტუაციის, რომელშიც აღმოვჩნდებით, მაღალი დონის გაცნობიერებას მოითხოვს.

 

თქვენ ღრმა რევერბერაციას იგრძნობთ თქვენს ზონაში. იმისთვის რომ ეს გააცნობიეროთ და მისი პოტენციალი სრულყოფილად აღმოაჩინოთ, აუცილებელია მისთვის განეწყოთ.

 

მოაწესრიგეთ აზრები

 

თქვენი განწყობა და აზრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ისინი ხომ პირდაპირ გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდება თქვენი ცხოვრება. თუ აზრები ნეგატივითაა სავსე, თქვენს ცხოვრებაშიც ბევრი ნეგატიური მომენტი იქნება.

 

როდესაც ვინმეს ესაუბრებით ან საჯაროდ გამოდიხართ, თქვენი ნეგატიური განწყობა გარშემომყოფებსაც გადაეცემა, და ამით თქვენზე ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის.

 

მეორე მხრივ, სწორი განწყობა და პოზიტიური ენერგია სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან, რომელიც ყველაზე რთულ სიტუაციასაც თქვენ სასარგებლოდ აქცევს.

 

ზოგადად ადამიანები თავდაჯერებული და პოზიტიური ადამიანის შეცდომებზე თვალს ხუჭავენ.

 

გაეცით მეტი პოზიტივი

 

თუ უფრო მაღალ ვიბრაციულ სიხშირეებზე იმოქმედებთ და იფიქრებთ, ცხოვრება დაგეხმარებათ ყველა დაბრკოლების გადალახვაში. ყველაფერი თავის ადგილას დადგება. ამგვარად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენი აზრი და ენერგია პოზიტიურად იყოს განწყობილი. გონებაში არ უნდა დარჩეს ადგილი ნეგატიური აზრებისთვის.

 

ჩვენ მაღალ სიხშირეებზე ყოფნა შეგვიძლია, მაგრამ მუდამ ასეთ მდგომარეობაში დარჩენა დამღლელია ფიზიკური და ფსიქიკური გაგებით. ჩვენ ფიზიკურ განზომილებაში ვცხოვრობთ, რომელიც ჩვენს სულიერ შესაძლებლობებს ზღუდავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი