logo_geo
გაიზრდება თუ არა მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფი?
- +

26 ნოემბერი. 2016. 21:39



მიკროავტობუსების ტარიფის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ეხმაურება:


„3 ნოემბერს თბილისში მოქმედმა მიკროავტობუსების კომპანიებმა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს აცნობეს, რომ მომავალი წლიდან მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფის მატების საკითხს განიხილავენ.

 

2011 წელს თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით მიკროავტობუსების კომპანიებს არა აქვთ ვალდებულება, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას მომსახურების ხარჯების გაანგარიშება ან ტარიფი შეუთანხმონ.

 

ოპერატორ კომპანიებს მგზავრობის საფასურის შესაძლო მატების თაობაზე თბილისის მერიისთვის ადრეც შეუტყობინებიათ, მათ შორის მიმდინარე წლის გაზაფხულზე. თუმცა, უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფი უცვლელია და მისი მატება არც ამჯერად არის მოსალოდნელი", - წერია განცხადებაში.


 

 

 

big_banner
არქივი