logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 454 პაციენტი
- +

4 აპრილი. 2021. 10:52

 

 

საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 454 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 649 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 002, PCR-ტესტით – 7 647.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,97%, ბოლო 14 დღის – 1,85%, ბოლო 7 დღის – 2,01%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 283 833 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 274 599 გამოჯანმრთელდა, 3 811კი, გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმშია 243, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 822 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 231 პირი.

 

ამასთან, 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი.

big_banner
არქივი