logo_geo
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა  
- +

5 აპრილი. 2021. 21:50

 

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

 

22 და 26 წლის მამაკაცები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორში, კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

big_banner
არქივი