logo_geo
ახალციხეში ბუნებრივი აირით 3 ადამიანი მოიწამლა
- +

6 აპრილი. 2021. 23:47

 

ქალაქ ახალციხეში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. ცხრა აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაზმა გაჟონა, რის გამოც სამი ადამიანი მოიწამლა.

 

სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, სამივე მოქალაქე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათგან ორი არასრულწლოვანია.

სასწრაფოს ექიმის მაია ქიტიაშვილის თქმით, ორი პაციენტის - ერთი არასრულწლოვნის და ზრდასრულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მესამეს კი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ჯერ ადგილზე გაეწია, მოგვიანებით კი მასაც გადაყვანა დასჭირდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი