logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძემ ლიეტუვას სეიმის სპიკერთან შეხვედრა გამართა
- +

9 აპრილი. 2021. 11:17

 

 

ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. ჯუანშერ ბურჭულაძეს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენმა უმასპინძლა. მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ, მჭიდრო ურთიერთობაზე გაამახვილეს და იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფებების, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების პროცესში ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერასა და ჩართულობას. მხარეებმა გლობალური, ასევე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასაც.

 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სამხედრო განათლების, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

 

 

big_banner
არქივი