logo_geo
ამირან გამყრელიძე: უქმე დღეების გამოცხადება, გაუარესებული ეპიდსიტუაციის შეჩერების ერთ-ერთი ბერკეტია
- +

9 აპრილი. 2021. 22:13

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უქმე დღეების დაწესება არის ერთ-ერთი მეთოდი მობილობის შემცირების.

 

მისივე თქმით, თავის მხრივ, მობილობის შემცირება არის გაუარესებული ეპიდსიტუაციის შეჩერების ერთ-ერთი ბერკეტი.

 

„გახსოვთ, ეგრეთ წოდებული უქმე დღეები, საყოველთაო არდადეგები შემოვიღეთ იანვრის დასაწყისში, როდესაც დეკემბრის მეორე ნახევრიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან წავიდა დამშვიდებისკენ, მაგრამ იანვრის დასაწყისში და იანვარშიც გვქონდა სერიოზული ინტენსივობა ინფექციის გავრცელების.

 

ეს არის ერთ-ერთი მეთოდი მობილობის დაგდების.ზოგადად, მობილობის დაგდება გახლავთ გაუარესებული ეპიდსიტუაციის შეჩერების ერთ-ერთი ბერკეტი. ამიტომ სხვა გამაფრთხილებელ ღინისძიებასთან ერთად, ერთ-ერთი ასეთი წინადადება იყო, აღდგომის შემდეგ ყოფილიყო არდადეგები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი